სიცოცხლე ნელი სიკვდილისთვის


უნივერსიტეტიდან სახლში დაბრუნებულმა საკმაოდ უხალისოდ მოვიკალათე კომპიუტერთან. სანამ facebook-ში “შევიჭრებოდი”, ფოტოების მოსაძებნად ჩემს საქაღალდეს მივაშურე და რამდენიმე ფოტო განსაკუთრებით მომხვდა თვალში, მასზე გამოსახული მწეველი ქალი ან მამაკაცი სასიამოვნო მზერით და კმაყოფილი სახით გახვეულია თამბაქოს კვამლში.ჩემდაუნებურად ერთი ამბავი გამახსენდა. ალბათ გეცოდინებათ სხვადასხვა წარწერა სიგარეტის კოლოფზე, მათ შორის ერთი ასეთია : “მოწევა იწვევს ნელ სიკვდილს”, ჰოდა ერთხელაც ქუჩაში ვიღაც იუმორის მქონე ახალგაზრდას(სავარაუდოდ) კედელზე გაკრულ დიდ პოსტერზე მიუწერია : “ჩვენ არსად გვეჩქარება” 🙂

ცნობილია, რომ მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანი ეწევა. ამ ადამიანთა 80 % კი განუვითარებელ და განვითარებად ქვეყნებზე მოდის. ბოლო პერიოდში იმატა არასრულწლოვანთა რიცხვმა, რომლებიც ღრმა ბავშვობიდან თამბაქოს აქტიური მომხმარებლები არიან. მეცნიერული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მოწევას არასრულწლოვნების ასაკიდან იწყებენ და ზრდასრულ ასაკშიც აგრძელებენ, 20-25 წლით ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე არამწეველები.

თამბაქოს შეუძლია გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, მაგალითად : გულის, ფილტვებისა და კანის კიბო, კუჭის წყლული, ბერგერის დაავადება. ასევე იწვევს თმის ცვენას, თითებისა და კბილების გაყვითლებას, სმენისა და მხედველობის დაქვეითებას. ამასთანავე, ყოველ რვა წამში თამბაქოს მოხმარებისგან ერთი ადამიანი იღუპება.
მას შემდეგ, რაც თამბაქოს გამოყენება ძალიან გახშირდა და მწეველთა რიცხვმა საოცრად მოიმატა, სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყეს კამპანიები , რომლითაც ცდილობდნენ ადამიანებს თავი დაენებებინათ თამბაქოსთვის. 1930–1940–იან წლებში ნაცისტურმა გერმანიამ ისტორიაში პირველად ჩაატარა მსხვილმასშტაბიანი კამპანია, რომლის მიზანიც იყო, სხვადასხვა აკრძალვებით ეიძულებინათ გერმანელები, თავი დაენებებინათ მოწევისათვის.
ამერიკაც დიდი ხანია ებრძვის ამ მავნე ჩვევას, მაგრამ ამერიკელები მაინც აგრძელებენ მოწევას. ამერიკაში სიგარეტის წინააღმდეგ ბრძოლა 1963 წლიდან დაიწყო, შემოღებულია სხვადასხვა აკრძალვები, წესები და ჯარიმები. მაგ : აკრძალულია მოწევა სახლებსა და საზოგადოებრივ ადგილებში, სამსახურებში. ამ აკრძალვის დამრღვევი იძულებულია დიდი ჯარიმა გადაიხადოს. სიგარეტი არ იყიდება 21 წლამდე პირებზე, ხოლო ყიდვისას უნდა წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა ძირითადად გათვლილია ამერიკელ მოზარდებზე სამი მიზეზის გამო : მოწევა ნეგატიურად აისახება მოზარდის ჯანმრთელობაზე, მოწევა ითვლება პირველ ნაბიჯად ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისაკენ, ამასთანავე ახალგაზრდა ასაკში მოწევის დაწყების შემთხვევაში ადამიანს ძალიან უჭირს ამ მავნე ჩვევაზე უარის თქმა.

ვიფიქრე, საშიშ ფოტოებს დავურთავ პოსტსთქო , მაგრამ მერე გადავიფიქრე, მაინც არ შეგეშინდებოდათ 🙂 წაიკითხეთ პოსტი, თან მოწიეთ და დაიმახსოვრეთ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მე თქვენზე 15-20 წლით დიდხანს ვიცოცხლებ 😉

და ბოლოს შეგახსენებთ, რომ პლანეტაზე ყოველი მეხუთე ადამიანის სიკვდილი გამოწვეულია მოწევისაგან.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s