ქალი, რომელიც …..

პოსტი არის ქალზე, რომელიც ძალიან მიყვარს და არამარტო ჩემი აზრით სილამაზის ეტალონია….

რამდენიმე დღის წინ “facebook”-ში კომენტარებს გადავაწყდი, რომელზე ძალიან გავბრაზდი..  მართალია მონიკა, ისევ ისეთი ახალგაზრდა არ არის, მაგრამ შეურაცხმყოფელ ფრაზებს არ იმსახურებს ისეთი ადამიანებისგან, რომლებსაც სარკეში ჩახედვაც კი ეზარებათ ხოლმე 🙂 ჰოდა კარგი იქნება თუ ამ პოსტს ნახავენ ისინი, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ ის დაბერდა და დამახინჯდა, ეგებ ახლა მაინც დაინახოთ ჭეშმარიტი სილამაზე 😉

სრული სახელი: მონიკა ანა მარია ბელუჩი (Monica Anna Maria Bellucci)
დაბადების თარიღი: 30 სექტემბერი, 1964
დაბადების ადგილი: ჩიტა დი კასტილიო, იტალია
პროფესია: მსახიობი
სიმაღლე: 1.70 მ
პირველი ფილმი: 1990
მეუღლე: ვენსან კასელი.



მონიკა 1964 წლის 30 სექტემბერს დაიბადა იტალიურ სოფელში ჩიტა დი კასტელიოში. 13 წლის ასაკიდან მოდელად მუშაობდა. 1986 წელს ბელუჩი ჩაირიცხა პერუჯის უნივერსიტეტში იურისპრუდენციის ფაკულტეტზე.სწავლის ფული,მუშაობდა მოდელად Liceo Classico-სთან. მოდელის ცხოვრება : დიდი ყურადღება, ფული და პოპულარობა ძალიან მოეწონა და 1988 წელს ის მილანში ჩავიდა,სადაც კონტრაქტი გააფორმა Elite Model Management-თან. 1989 წელს მონიკა, როგორც მოდელი განთქმული იყო პარიზსა და ნიუ-იორკში. ამ დროისთვის იგი თანამშრომლობდა ცნობილ მოდის სახლთან Dolce & Gabbana და ამასთანავე მოდის საერთაშორისო ჟურნალთან ELLE.
მალე მონიკამ სამოდელო კარიერაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად გადაწყვიტა ბედი კინოში ეცადა. მისი დებიუტი იტალიურ კინოში შედგა 1990 წელს ფილმებში «Vita coi figli» და «Briganti». თავიდან მას ეპიზოდურ როლებში იღებდნენ , თუმცა იგი მიიწვიეს ფრენსის ფორდ კოპოლას ლეგენდარული ფილმში – „დრაკულა“, სადაც დრაკულას პატარძლის როლში მოგვევლინა.მონიკასთვის ეს იყო პირველი მნიშნველოვანი როლი კინოში.მომდევნო წლებში ფილმში სათამაშოდ მას სხვა კინორეჟისორებიც იწვედნენ. განსაკუთრებულ წარმატებას მან 1996 წელს მიაღწია, როდესაც ითამაშა ფილმში „ბინა“, სადაც მისი პარტნიორი იყო ვენსან კასელი, რომელიც მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა. ამ როლისთვის მონიკას მიენიჭა ევროპის პრესტიჟული ჯილდო- “სეზარი”. მისი კინოკარიერა დაახლოებით 20 წელიწადს ითვლის. სულ კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 50-მდე კინოფილმში.





პირადად მე მისი ფილმებიდან “მალენა” ყველაზე მეტად მომწონს და თუ ნანახი არ გაქვთ გირჩევთ უყუროთ 🙂

შეხედეთ მას, გამოაკელით 2012-ს 1964 და მიხვდებით რა უნდა ილაპარაკოთ ქალზე, რომელიც ასე ლამაზია 🙂

Advertisements

9 thoughts on “ქალი, რომელიც …..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s