” განრიდება “


განრიდება ეს არის დანაშაულზე რეაგირების ალტერნატიული გზა, ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულებებზე. ეს არის ახალი პროგრამა, რომელიც დაინერგა 3 თვის წინ და წარმატებით ხორციელდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებში. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ქუთაისის ორ პროკურორ მერაბ ტყეშელაშვილსა და დავით ხარატაშვილს შორის, ამავე უნივერსიტეტში.

შეხვედრა 13:30 საათზე უნდა გამართულიყო. სტუდენტებმაც ამ დროისათვის დავიკავეთ ადგილები, მაგრამ პროკურორები ორმოციოდე წუთის დაგვიანებით მობრძანდნენ. მანამდე ჩვენს გართობას უნივერსიტეტის ლექტორი ირაკლი შენგელია ცდილობდა, რომელმაც ბევრი საინტერესო და სასაცილო ფაქტი გაიხსენა. მაგალითად, როგორ არწმუნებდა 19 წლის დამნაშავე მოსამართლეს , რომ ის არ უნდა დაესაჯათ, რადგან არ იცოდა, რომ 14 წლის მოზარდის გაუპატიურება კანონით ისჯებოდა … ასევე გავმართეთ დისკუსია არასრულწლოვნის დასჯასთან დაკავშირებით, რომელსაც ბაბუის მკვლელობა ედებოდა ბრალად. მოზარდმა ბაბუა შეაშინა, მას სუსტი გული ჰქონდა და გულის შეტევით გადრაიცვალა… რა თქმა უნდა დასკვნა სიცილმა გადაფარა 🙂

14:10 საათზე პროკურორებიც მობრძანდნენ , დაგვიანებისთვის ბოდიშის მოხდის შემდეგ ერთი-ერთი სტუდენტისგან “საყვედურიც მიიღეს” :
– კიდევ კარგი დაგვიანება კანონით არ ისჯება.
ამის შემდეგ წარგვიდგინეს პროგრამა, რომელიც ვრცელდება, როგორც არასრულწლოვან , ისე სრულწლოვან დამნაშავეებზე. განრიდება _ესაა გზა, რომ კანონდამრღვევს პასუხი აგებინო მარტივად, დროისა და ენერგიის დაუხარჯავად, როგორც ფინანსურად ( ჯარიმის გადახდით ), ასევე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შესრულებით. პროგრამა ვრცელდება ისეთ პიროვნებებზე, რომლებიც კანონდარღვევაში მანამდე არ არიან შემჩნეულები , თუმცა არსებობს გამონაკლისიც. არასრულწლოვნებში უფრო საინტერესო “სასჯელია”. მოზარდებს სასჯელის სახით ევალებათ განსაზღვრული რაოდენობის წიგნების წაკითხვა ან სპეციალურ ლექციებზე დასწრება, ხოლო ამაში მონაწილეობას მისი მშობელიც უნდა ღებულობდეს.
როგორ ბატონმა მერაბმა აღნიშნა:
– მოზარდების უმრავლესობა თანახმაა გააკეთოს ნებისმიერი საქმე, ოღონ არ დააკისრონ წიგნების წაკითხვა. (არადა ამაზე მარტივ სასჯელს ნამდვილად ვერ მოიფიქრებდნენ)
შეხვედრის დასასრულს იყო შეკითხვებიც, რომლებსაც საკმაოდ კარგად გაართვეს თავი. ასევე პროკურორებმა სტუდენტებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

ვფიქრობ , მსგავსი შეხვედრები სასარგებლოა საზოგადოებისთვის, რადგან ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი უფლებები. ამასთანავე ახალი პროგრამების შემოღების შემდეგ სიტუაცია, არა მხოლოდ სიტყვიერად უნდა გამოსწორდეს ქვეყანაში, არამედ პატიმართა და დამნაშავეთა რაოდენობაზეც უნდა აისახოს.

Advertisements

2 thoughts on “” განრიდება “

  1. – კიდევ კარგი დაგვიანება კანონით არ ისჯება. 🙂
    პროფესიის შეცვლაზე არ გიფიქრიათ?? . 🙂
    წარმატებები დაღლილ ალუბალს მოწყენილი წინდასგან…..:*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s