მადლობა მგზავრობის საფასურად

ვისაც ერთხელ მაინც უმგზავრია სამარშუტო ტაქსით (დარწმუნებული ვარ მრავალჯერ გქონიათ ეს ბედნიერება), ბევრი სასცილო სიტუაციის მომსწრეც იქნება. მე ყოველდღე, თითქმის ერთიდაიგივე დროს მიწევს მგზავრობა (სტუდენტი ვარ), ამიტომ ხშირად ვარ “სამარშუტო ამბების” თვითმხილველი თუ მონაწილე არა 🙂
პიკის საათს დილის ცხრა და შუადღის პირველი საათები წარმოადგენს ჩემდასაუბედუროდ. სავსე მარშუტში მყოფი ადამიანების წუწუნის მიუხედავად მძღოლი ყოველ ფეხის ნაბიჯზე აჩერებს, თუ გაჩერებაზე 10-12 წლის ბავშვები არ დგანან, რომლებიც სკოლაში მიდიან და ხშირად გადატვირთულ ტრანსპორტში ასვლას მცირეწლოვნების გამო ვერ ახერხებენ, მარტივი მიზეზის გამო, მათი დიდი ნაწილი მგზავრობის საფასურს არ ან ვერ იხდის, ზოგს მადლობის გადახდაც ავიწყდება, ხოლო თუ ბავშვმა ჩასვლილას მადლობის თქმა მოახერხა ( მოიფიქრა ) უკან მძღოლის ცნობილი ფრაზა “დაედევნება” :
_მადლობა ჩავასხა, ბიძია?
მოკლედ ორიოდე დღის წინ ერთ სრულიად ჩვეულებრივ ამბავს შევესწარი, რომელმაც ძალიან გამაღიზიანა. გახარებული მოვკალათდი ერთადერთ თავისუფალ სავარძელში, რადგან ვიცოდი რამდენიმე გაჩერების შემდეგ მარშუტი ხალხით გაივსებოდა. არც შევცდარვარ. ერთ-ერთი გაჩერების შემდეგ მძღოლმა კმაყოფილი სახით გადაავლო თვალი ერთმანეთის სიმრავლით შეწუხებულ მგზავრებს და ის იყო უნდა დავძრულიყავით ჩიხიდან ხელების ქნევით ჩანთამოკიდებული ბავშვი გამოიქცა ( ცხრა სრულდებოდა, ალბათ სკოლაში იგვიანებდა), მაგრამ ორუმაღლესდამთავრებულმა მძღოლმა ვითომც არაფერიო, მარშუტი დაძრა. საშინლად გავბრაზდი მასზე და ბავშვის მშობლებზე. რატომაა აუცილებელი ყველამ პრესტიჟულ სკოლაში იაროს, როცა საკუთარ უბანში სამი თუ არა ორი საკმაოდ კარგი სკოლაა, განათლების მისაღებად.

ასე, რომ სანამ მშობლები თავს გამოიდებენ შვილების მომავალზე ზრუნვით, მანამდე ან თავად მიიყვანონ ბავშვები დანიშნულების ადგილას, ან სამგზავრო ფული მაინც მისცენ. ამით თვითონაც ნაკლებად მოიხსენიებენ უხერხული ფრაზებით ყოველ დილით და საკუთარ შვილებსაც აარიდებენ სირცხვილს.
ამ ფიქრებში გართულმა უნივერსიტეტამდეც მივაღწიე და სუფთა ჰაერის ჩასუნთვის შემდეგ ჩემ მშობლებს გულში მადლობა გადავუხადე ყოველდღე მსგავსი წამებისთვის რომ არ გამიმეტეს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s