Category Archives: უკატეგორიო
ჩემი ძველი სათამაშოები
“მოყოლას, ჯობს, თვითონ გახდე მეფე! “ ირაკლი ჩარკვიანი რაღაც არეულ გუნებაზე ვარ… არ ვიცი როგორ დავიწყო პოსტი ( ყველა დანარჩენზე წინასწარ მქონდა მოფიქრებული) ერთი სიმღერა ავიკვიატე და ყველა პოსტი მისი თანხლებით დავწერე, მახასიათებს რაღაცების ამოჩემება გუშინ ირაკლი ჩარკვიანის “ძველი სათამაშოები” წავიკითხე. მთელი წიგნი 10 მოთხრობისგან შედგება, ყველა სხვადასხვა ადამიანზეა, მაგრამ მე რატომღაც ერთ ადამიანზე მგონია …
მრცხვენია, რომ…
ეს ჩემი პირველი თეგ-თამაშია და შესაბამისად პირველი პირადული პოსტიც გამოვა, ბოლოსდაბოლოს ჩემს სირცხვილზე უნდა ვისაუბრო. მადლობა სპამვრაითერს. მრცხვენია, რომ ახლა პოსტს ვწერ, ხვალ გამოცდა მაქვს და ქსეროქსები მაგიდაზე მიდევს. მრცხვენია, რომ დღეს ფეხბურთის გამო სამ საათამდე არ დავიძინებ და ქსეროქსები ისევ მაგიდაზე იდება. მრცხვენია, რომ ძალიან ზარმაცი ვარ( განსაკუთრებით ბოლო დროს ) მრცხვენია, რომ ჩემს …
მოგესალმებათ დაღლილი ალუბალი
გამარჯობათ! კეთილი იყოს თვენი “შემოჭყეტა” ჩემს ახლადშექმნილ ბლოგზე. მე დაღლილი ალუბალი ვარ მიხარია, რომ აქ ხართ და იმედია ხშირად მესტუმრებით ვეცდები მხიარული და საინტერესო პოსტები მქონდეს, იმედია დაგაინტერესებთ. ახლა კი კარგი განწყობისთვის დაღლილი არა, მაგრამ გემრიელი ალუბლის ფოტოებს შემოგთავაზებთ ))












ბოლო კომენტარები