Category Archives: საზოგადოება

სტუდენტობა როგორიც სინამდვილეშია

როგორც იქნა ჩაწყნარდა საატესტატო გამოცდების ციებ-ცხელება და ბევრი აბიტურიენტი შედეგებით იმდენად გახარებულია სულ დაავიწყდა მომავალი, უფრო სერიოზული და გადამწყვეტი გამოცდა, რომლითაც როგორც ჩემი მასწავლებელი იტყოდა საკუთარ მომავალს ირჩევენ. მეც ავირჩიე “ჩემი მომავალი” უახლოეს წარსულში და ახლა ერთ-ერთი იმ სტუდენტთაგანი ვარ, რომელიც გამუდმებით იტანჯება ე.წ. “საგამოცდო ცენტრის” მიერ ჩატარებული რეიტინგულებით, რომელიც  ყოველ 5 კვირაშია, მერე კი …

Read more »

ახალი სამედიცინო ცენტრი და მოთმინებადაკარგული საზოგადოება ქუთაისში

დღეს, 28 მაისს, ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი, საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო კლინიკა გახსნა, რომელიც სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბისიაი”_მ ააშენა და 17 მილიონიც დახარჯა. სამედიცინო ცენტრი უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი, 100 საწოლიანია და 300 ადამიანზე მეტია დასაქმებული. რადგან დაზუსტებით არავინ იცოდა როდის გაიხსნებოდა ახალი კლინიკა, მოსახლეობის ნაწილმა შუადღის 2 საათიდან დაიწყო მობილიზება და “წინა რიგები” დაიკავა, …

Read more »

“დაალაიქე, გააზიარე, დააკომენტარე…”

ზოგადად სოციალურ ქსელებს, განსაკუთრებით კი facebook-ს საკმარისზე მეტი პოსტი თუ სტატია დაეთმო, ვერც მე შევძელი ამ თემისთვის გვერდის ავლა, თანაც ჩემს გულისტკივილსაც გავამჟღავნებ ამდენი თხოვნა-მუდარით შეწუხებული. არამგონია ვინმესთვის უცხო იყოს თხოვნები, მოთხოვნები და “მუხლებში ჩავარდნები” სხვადასხვა ფოტოების და გვერდების დალაიქებაზე. პერიოდულად მეც მაწუხებდნენ მეგობრები და მეგობრის მეგობრებიც მსგავსი სურვილებით და მეც დაუზარებლად ვუსრულებდი ამ უწყინარ …

Read more »

“აგვისტოს 5 დღე” კრიტიკის ქარ-ცეცხლში

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება მენახა ფილმი “აგვისტოს 5 დღე”. არც თავიდან აღვფრთოვანებულვარ მისით, მაგრამ ამჯერად უფრო ნაკლებად მომეწონა როგორც ფილმი, ასევე მსახიობები… მართალია პრემიერის დღიდან მოყოლებული საკმაო გამოხმაურება და მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ვისაუბრო რამდენიმე პირად მიზეზზე თუ რატომ არ მომეწონა ფილმი. ფილმის სცენარი თავიდანვე გაურკვეველია. მოქმედება იწყება ერაყში ამერიკელი ჟურნალისტის …

Read more »

ცხოვრება შეზღუდული თავისუფლებით

ჩვენ ყველანი თავისუფალი ადამიანები ვართ. რა არის თავისუფლება ? უბრალოდ სიტყვა თუ უფრო მეტი? ჩვეულებრივი განმარტებით თავისუფლება იმის განხორციელებაა, რაც ადამიანს ნებავს. თავისუფლება ისეთი მდგომარეობაა, როდესაც პიროვნებას არავინ აძალებს ამა თუ იმ საქმის გაკეთებას. ადამიანი თავისუფალია, როდესაც მოქმედებს საკუთარი ნებით – ნებაყოფლობით, ხოლო არ არის თავისუფალი, როდესაც მოქმედებს სხვისი ნებით, კარნახით, იძულებით. რამდენად უცნაურიც არ …

Read more »

სიცოცხლე ნელი სიკვდილისთვის

უნივერსიტეტიდან სახლში დაბრუნებულმა საკმაოდ უხალისოდ მოვიკალათე კომპიუტერთან. სანამ facebook-ში “შევიჭრებოდი”, ფოტოების მოსაძებნად ჩემს საქაღალდეს მივაშურე და რამდენიმე ფოტო განსაკუთრებით მომხვდა თვალში, მასზე გამოსახული მწეველი ქალი ან მამაკაცი სასიამოვნო მზერით და კმაყოფილი სახით გახვეულია თამბაქოს კვამლში.ჩემდაუნებურად ერთი ამბავი გამახსენდა. ალბათ გეცოდინებათ სხვადასხვა წარწერა სიგარეტის კოლოფზე, მათ შორის ერთი ასეთია : “მოწევა იწვევს ნელ სიკვდილს”, ჰოდა ერთხელაც …

Read more »

” განრიდება ”

განრიდება ეს არის დანაშაულზე რეაგირების ალტერნატიული გზა, ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულებებზე. ეს არის ახალი პროგრამა, რომელიც დაინერგა 3 თვის წინ და წარმატებით ხორციელდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებში. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ქუთაისის ორ პროკურორ მერაბ ტყეშელაშვილსა და დავით ხარატაშვილს შორის, ამავე უნივერსიტეტში. შეხვედრა 13:30 საათზე უნდა …

Read more »

მადლობა მგზავრობის საფასურად

ვისაც ერთხელ მაინც უმგზავრია სამარშუტო ტაქსით (დარწმუნებული ვარ მრავალჯერ გქონიათ ეს ბედნიერება), ბევრი სასცილო სიტუაციის მომსწრეც იქნება. მე ყოველდღე, თითქმის ერთიდაიგივე დროს მიწევს მგზავრობა (სტუდენტი ვარ), ამიტომ ხშირად ვარ “სამარშუტო ამბების” თვითმხილველი თუ მონაწილე არა პიკის საათს დილის ცხრა და შუადღის პირველი საათები წარმოადგენს ჩემდასაუბედუროდ. სავსე მარშუტში მყოფი ადამიანების წუწუნის მიუხედავად მძღოლი ყოველ ფეხის ნაბიჯზე …

Read more »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.