IQ ტესტი- ზღვარი გონებაჩლუნგობასა და გენიოსობას შორის

featured-320x350
ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან მოდური გახდა ეგრეთ წოდებული IQ ტესტები, რომელთა საშუალებითაც თითქოსდა შესაძლებელია ადამიანის ინტელექტუალური დონის შეფასება და რომელიც საკმაოდ მრავლად მოიპოვება ინტერნეტში. ამ რამდენიმე დღის წინ მე და ჩემმა მეგობარმაც საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ მასზე და გადავწყვიტე მცირე ინფორმაცია კიდევ მომეძებნა, რაშიც ერთ-ერთი ქართული საიტი დამეხმარა..

ინტელექტის კოეფიციენტი- IQ(ინგ.Intelligence Quotient) ადამიანის ინტელექტის დონის რაოდენობრივი შეფასებაა და აღნიშნავს ინდივიდის ინტელექტის დონის შეფარდებას იმავე ასაკის საშუალოსტატისტიკური ადამიანის ინტელექტის დონესთან. ის ითვალისწინებს ლოგიკურ აზროვნებას, დასახული მიზნის მიღწევისა და დასაბუთებული მსჯელობის უნარს, თვითკრიტიკას. 0-19 ერთეული IQ გონებაჩლუნგობას მოწმობს, 20-36 ერთეული- აზროვნების უკმარობას, 69-85 ერთეული- ნორმასთან ახლოა, 86-114 ერთეული- ნორმაა, 115-124 ერთეული- ნორმაზე მეტია, 125-134 ერთეული- ინტელექტის მაღალი დონეა, 135 ერთეულზე მეტის მფლობელები კი გენიოსები არიან.
IQ ტესტები აზროვნებაზეა გათვლილი და არა ცოდნის დონეზე (ერუდიციაზე). ერთი სიტყვით, ინტელექტის კოეფიციენტი საერთო ინტელექტუალური ფაქტორის შეფასების მცდელობაა. ყოველი ტესტი შედგება მრავალი სხვადასხვა დავალებისგან, რომლებიც თანდათანობით რთულდება. ლოგიკურთან ერთად აქ გვხვდება ისეთი დავალებებიც, რომელთა შესრულება ფართო თვალსაწიერის ქონას მოითხოვს და სხვა ტიპის დავალებებიც. IQ ტესტის შედეგების მიხედვით გამოითვლება. შემჩნეულია, რომ ტესტის რაც უფრო მეტ ვარიანტს გაივლის გამოსაცდელი, მით უფრო უკეთეს შედეგს აჩვენებს ის. შედარებით ცნობილად აიზენკის ტესტი მიიჩნევა; უფრო ზუსტად კი- დ.ვექსლერის, ჯ.რავენის, რ.ამტჰაუერისა და რ.ბ.კეტელის ტესტები. სადღეისოდ IQ ტესტების ერთიანი სტანდარტი არ არსებობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ იმ ტესტების უმრავლესობა, რომელთა პოვნაც ინტერნეტის ქსელშია შესაძლებელი და რომლებსაც IQ-ს გაზომვის პრეტენზია აქვს, არაკომპეტენტური ორგანიზაციებისა და პირების მიერ არის დამუშავებული და ჩვეულებრივზე მაღალ შედეგებს აჩვენებს. ყველა კვლევა, რომელიც ადასტურებს IQ-ს მხოლოდ პროფესიონალური ტესტების შედეგებს უნდა ეყრდნობოდეს, მაგალითად, ვექსლერისა და სხვათა ტესტებს.

სინამდვილეში, როგორც მეცნიერთა უმრავლესობა აღნიშნავს, IQ-ტესტების მაღალ შედეგებსა და იმას შორისაც, რასაც ჩვენ ადამიანურ გონებას ვეძახით, კავშირი არცთუ სარწმუნოა. ტესტები, რომელთა ამოსახსნელად განსაზღვრული დროა გამოყოფილი, უპირველეს ყოვლისა, გამოსაცდელის აზროვნების სისწრაფისა და იმ უნარის დემონსტრირებას ახდენს, თუ როგორ შეძლებს ის სტანდარტულ ამოცანებზე სტანდარტული პასუხების მოძებნას. ინტელექტუალურ კოეფიციენტს ხშირად “გონებრივ პოტენციალსაც” უწოდებენ – ტესტების შედეგები ხომ იმას აჩვენებს, რა ძალუძს გამოსაცდელს და არა იმას, ახდენს თუ არა ადამიანი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. IQ-ტესტირება წარმოდგენას არ იძლევა ინტუიციაზე, დაკვირვებულობაზე, შემოქმედებით შესაძლებლობებზე, ერუდიციაზე. უცნაურია, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით, ბევრია ისეთი მოსწავლე, რომელიც, IQ-ს მაღალი მონაცემების მიუხედავად სკოლას საშუალო ან საშუალოზე დაბალი მოსწრებით ამთავრებს.
გამოკვლევების თანახმად, ადამიანის ინტელექტუალური კოეფიციენტის დონეზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას- გენები და მემკვიდრეობა, გარემო პირობები, ჯანმრთელობა და ჯანმრთელი საკვები, ასაკი, სოციალური მემკვიდრეობა, მშობლების კეთილდღეობა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, დემოკრატიის ხარისხი. რასას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა IQ-ს ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი მსოფლიოში იაპონელებს აქვთ- 111 ერთეული. იაპონელთა 10%-ის IQ 130 ერთეულზე მეტია. რაც შეეხება სქესს, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ინტელექტის დონე მამაკაცებსა და ქალებში საერთო ჯამში ერთნაირია. ამასთანავე, მამაკაცებში უფრო მეტია განსხვავება, ანუ მათ შორის ბევრია, როგორც ძალიან ჭკვიანი, ასევე გონებაშეზღუდულიც. გარდა ამისა, მამაკაცებსა და ქალებს შორის შეინიშნება გარკვეული სხვაობა ინტელექტის სხვადასხვა მხარის გამოხატვის კუთხით. ხუთ წლამდე ეს სხვაობა არ არსებობს, ხუთი წლიდან კი ბიჭუნები სივრცითი ინტელექტით და მანიპულირების შესაძლებლობით გოგონებს უსწრებენ; სამაგიეროდ, გოგონები ბიჭუნებს ვერბალური შესაძლებლობებით იტოვებენ უკან.

სხვათა შორის, ზოგიერთი ცნობილი თანამედროვე მეცნიერის IQ უცნობია. ცნობილმა ფიზიკოსმა და მეცნიერების პოპულარიზატორმა სტივენ ჰოკინგმა, რომელიც თანამედროვე ფიზიკის გენიოსად მიიჩნევა, უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე საკუთარი IQ-ს შესახებ და იქვე დაამატა, რომ “ყველა, ვისაც საკუთარი IQ-თი მოაქვს თავი, ხელმოცარული, უიღბლო ადამიანია”.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს IQ-ტესტების დახმარებით ინტელექტუალური შესაძლებლობების შეფასება სულ უფრო მეტად იწვევს ეჭვს, მაღალი ინტელექტუალური კოეფიციენტის ქონა მაინც ერთგვარი სიამაყის მომგვრელია. ზემაღალი ინტელექტის მფლობელები კლუბებში ერთიანდებიან, სადაც მხოლოდ იმ ადამიანებს იღებენ, რომელთა IQ-ც საშუალოზე მაღალია. ყველაზე ძველ და ცნობილ კლუბად “მენსა”(ლათ. “მაგიდა”) ითვლება, რომელიც 1946 წელს დაარსდა ინგლისში. ამ კლუბის წევრები ხდებიან ის ინტელექტუალები, რომლებმაც IQ-ტესტში ადამიანთა 98%-ზე უკეთესი შედეგი აჩვენეს- ტესტირების მეთოდებიდან გამომდინარე, მინიმალურ “გამსვლელ” ქულებად 132-148 ერთეული ითვლება. კლუბ “მენსას” ცნობილი წევრები იყვნენ და არიან: ფანტასტი აიზეკ აზიმოვი, მსახიობი ჯინა დევისი, რეჟისორი კვენტინ ტარანტინო და სხვები.

დელფი”-მ შეადგინა იმ ადამიანთა სია, რომელთა გონებრივი მონაცემები და ინტელექტის დონე ადამიანთა უმრავლესობისგან მკვეთრად განსხვავდება:

1. მერილინ ვოს სავანტი (დაბ. 1946 წ.) – ამერიკელი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი. მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში როგორც მსოფლიოში ყველაზე მაღალი IQ-ს მქონე ადამიანი. სხვადასხვა ტესტის მიხედვით, მერილინის ინტელექტის კოეფიციენტი 167+, 186, 218, 228 და 230-ა. მას IQ-ს კოეფიციენტი 228 ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში ჰქონდა და სწორედ ეს მონაცემია აღრიცხული გინესის წიგნში.

2. კიმ პიკი (1951-2009 წ.წ.)- ამერიკელი სავანტი (ფრან.სავანტი – მეცნიერი, ბრძენი; გონებრივად ჩამორჩენილი ადამიანი, რომელიც ერთ ან რამდენიმე სფეროში ექსტრაორდინარულ, გენიალურ შესაძლებლობებს ამჟღავნებს), რომელიც ფენომენალური მეხსიერებით იყო ცნობილი. ის წაკითხული ინფორმაციის 98%-ს იმახსოვრებდა. სწორედ კიმ პიკი გახლდათ ფილმ “წვიმის კაცის” მთავარი გმირის პროტოტიპი. წიგნის ერთი განშლის (ორი გვერდის) წასაკითხად მას 8-10 წამი ჰყოფნიდა. ამასთან, მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, როგორ მდებარეობდა ტექსტი მის მიმართ. სიცოცხლის მიწურულს ის მეხსიერებაში ინახავდა დაახლოებით 12 ათას წიგნში ამოკითხულ მასალას, ხოლო მას შემდეგ, რაც ფორტეპიანოზე დაკვრა შეისწავლა, ცნობილი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს, ზოგჯერ კი მთელ პარტიებს მეხსიერებით აწყობდა და უკრავდა.

3. დენიელ ტამეტი (დაიბ. 1979 წ.)- ბრიტანელი განსაკუთრებული უნარის მქონე სავანტი. შეუძლია გონებაში აწარმოოს რთული მათემატიკური გამოთვლები ასნიშნა რიცხვებით, ერთ კვირაში შეისწავლოს ნებისმიერი უცხო ენა. ამჟამად იცის 11 ენა. ზეპირად დაასახელა 22514 ციფრი, რომელიც რიცხვ პი-ში მძიმის შემდეგ მოდის.

4. ალბერტ აინშტაინი (1879-1955 წლები)- ამ გერმანელ ფიზიკოსს არაერთხელ უწოდეს “გენიალური ტვინი”, ხოლო მისი სახელი კაცობრიობის არსებობის მანძილზე 10 ყველაზე ჭკვიანი ადამიანის ნუსხაშიც მოიხსენიებოდა. ყველაზე მეტად ცნობილია როგორც ფარდობითობის თეორიის ავტორი. საერთო ჯამში, აინშტაინს ფიზიკაში 300 მეტი სამეცნიერო ნაშრომი აქვს შექმნილი.

5. არნან ფერნანდესი (დაიბ. 1995 წ.)- ინგლისელი ვუნდერკინდი. კემბრიჯის უნივერსიტეტის ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი. საშუალო განათლების ატესტატი 5 წლისამ მიიღო. ის ღია ეთერში გაეჯიბრა მათემატიკის ცნობილ პოპულარიზატორს ჯონ ბოლს დიდი მთელი რიცხვებიდან მეხუთე ხარისხის ფესვის ზეპირად ამოღებაში და მოუგო კიდეც.

6. უილიამ ჯეიმს სიდისი (1898-1944 წ.წ.)- ამერიკელი ვუნდერკინდი, რომელსაც უნიკალური მათემატიკური და ლინგვისტური უნარები ჰქონდა. სიდისმა დაახლოებით 40 ენა იცოდა. მან წერა ერთი წლის ასაკში ისწავლა, ოთხი წლისა ჰომეროსს დედანში კითხულობდა, 4-დან 8 წლამდე 4 წიგნი დაწერა, მათ შორის – ერთი მონოგრაფია ანატომიაში, და 16 წლისამ წარმატებით დაათავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი.

7. კიმ უნგ-იონგი (დაიბ. 1962 წ.)- კორეელი გენიოსი. ისიც, როგორც ყველაზე მაღალი IQ-ს (210) პატრონი, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. 4 წლის ასაკში ბიჭუნა უკვე კითხულობდა იაპონურ, კორეულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე, 3-დან 6 წლამდე უნივერსიტეტის სტუდენტი გახლდათ, ხოლო 7 წლის ასაკში ნასა-ში მიიწვიეს სამუშაოდ. 90-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი, ამჟამად კორეის უნივერსიტეტში მუშაობს.

8. გრეგორი სმიტი (დაიბ. 1990 წ.)- კითხვა 2 წლის ასაკში ისწავლა, 10 წლისამ უნივერსიტეტში ჩააბარა. 4-ჯერ იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მიიღო. 14 თვისა ხსნიდა მათემატიკურ ამოცანებს, 2 წლისამ უფროსებზე უკეთ იცოდა გრამატიკა, 5 წლის ასაკში ბაღში ფოტოსინთეზს უხსნიდა მეგობრებს. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ის არა მარტო ზუსტ მეცნიერებებს ეუფლებოდა, არამედ მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა როგორც ბავშვთა უფლებების დამცველი აქტივისტი. პირისპირ შეხვდა მიხეილ გორბაჩოვსა და ბილ კლინტონს, გაეროს ერთ-ერთ სხდომაზე სიტყვის წარმოთქმის უფლებაც კი მიიღო და უფროსებს ბავშვთა უფლებების დაცვაზე ესაუბრა.

9. აკრიტ იასვალი (დაიბ. 1993 წ.)- ინდოეთის ყველაზე ჭკვიანი ადამიანი. მისი IQ 146-ს აღწევს. 2000 წელს შემთხვევით გააკეთა თავისი პირველი “ქირურგიული” ოპერაცია – სპეციალური ცოდნის არქონის მიუხედავად, მეზობლის გოგონას, რომელსაც დამწვრობის გამო არ შეეძლო მუშტის გაშლა, თითების მოძრაობის საშუალება დაუბრუნა. ახლა ის ინდოეთში ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი მედიკოსია.

10. მაიკლ ევინ კირნი (დაიბ. 1984 წ.)- ყველაზე ახალგაზრდა უნივერსიტეტდამთავრებულია – მან 10 წლის ასაკში არქეოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 17 წლიდან ასწავლის უნივერსიტეტში. მაიკლი მსოფლიომ გაიცნო თამაშ “გოლდ რაშ”-ში გამარჯვების შემდეგ, რომელშიც მან მილიონი დოლარი მოიგო.

ამ ყველაფრის შემდეგ თუ ისევ დაგაინტერესებთ საკუთარი ინტელექტის კოეფიციენტი, მიახლოებითი მონაცემებისთვის შეგიძლიათ ეს ტესტი გაიაროთ.. თუმცა თუ კი სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ გულს ნუ გაიტეხთ, გენიოსები ხომ ასე იშვიათია ჩვენ დროში.. ;)

About these ads

26 thoughts on “IQ ტესტი- ზღვარი გონებაჩლუნგობასა და გენიოსობას შორის

    • დებილი არა, მაგრამ უყურადღებო, რომ ხარ ეგ კომენტარიდანაც ჩანს აშკარად :P

    • საერთოდ, განმეორებით ყოველთვის უკეთესი მაჩვენებელია; 3–4ჯერ, რომ გააკეთო 150მდეც ახვალ :დდ

    • ეგ ახალი ამბავი არ არის, თუმცა IQ ტესტების პოპულარობა არ შეუმცირებია დიდად..

    • “ეს ტესტი”, რომ წერია ბოლო აბზაცში იქ დააწკაპე და გადახვალ ლინკზე, სადაც ტესტია..

    • იმ ტესტების უმრავლესობა, რომელთა პოვნაც ინტერნეტის ქსელშია შესაძლებელი და რომლებსაც IQ-ს გაზომვის პრეტენზია აქვს, არაკომპეტენტური ორგანიზაციებისა და პირების მიერ არის დამუშავებული და ჩვეულებრივზე მაღალ შედეგებს აჩვენებს :D

    • “ეს ტესტი”, რომ წერია ბოლო აბზაცში იქ დააწკაპე და გადახვალ ლინკზე, მერე ინსტრუქციას მიყევი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s