Monthly Archives: February, 2012

ჩემი ძველი სათამაშოები

“მოყოლას, ჯობს, თვითონ გახდე მეფე! “ ირაკლი ჩარკვიანი რაღაც არეულ გუნებაზე ვარ… არ ვიცი როგორ დავიწყო პოსტი ( ყველა დანარჩენზე წინასწარ მქონდა მოფიქრებული) ერთი სიმღერა ავიკვიატე და ყველა პოსტი მისი თანხლებით დავწერე, მახასიათებს რაღაცების ამოჩემება გუშინ ირაკლი ჩარკვიანის “ძველი სათამაშოები” წავიკითხე. მთელი წიგნი 10 მოთხრობისგან შედგება, ყველა სხვადასხვა ადამიანზეა, მაგრამ მე რატომღაც ერთ ადამიანზე მგონია …

Read more »

“აგვისტოს 5 დღე” კრიტიკის ქარ-ცეცხლში

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება მენახა ფილმი “აგვისტოს 5 დღე”. არც თავიდან აღვფრთოვანებულვარ მისით, მაგრამ ამჯერად უფრო ნაკლებად მომეწონა როგორც ფილმი, ასევე მსახიობები… მართალია პრემიერის დღიდან მოყოლებული საკმაო გამოხმაურება და მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ვისაუბრო რამდენიმე პირად მიზეზზე თუ რატომ არ მომეწონა ფილმი. ფილმის სცენარი თავიდანვე გაურკვეველია. მოქმედება იწყება ერაყში ამერიკელი ჟურნალისტის …

Read more »

ცხოვრება შეზღუდული თავისუფლებით

ჩვენ ყველანი თავისუფალი ადამიანები ვართ. რა არის თავისუფლება ? უბრალოდ სიტყვა თუ უფრო მეტი? ჩვეულებრივი განმარტებით თავისუფლება იმის განხორციელებაა, რაც ადამიანს ნებავს. თავისუფლება ისეთი მდგომარეობაა, როდესაც პიროვნებას არავინ აძალებს ამა თუ იმ საქმის გაკეთებას. ადამიანი თავისუფალია, როდესაც მოქმედებს საკუთარი ნებით – ნებაყოფლობით, ხოლო არ არის თავისუფალი, როდესაც მოქმედებს სხვისი ნებით, კარნახით, იძულებით. რამდენად უცნაურიც არ …

Read more »

მრცხვენია, რომ…

ეს ჩემი პირველი თეგ-თამაშია და შესაბამისად პირველი პირადული პოსტიც გამოვა, ბოლოსდაბოლოს ჩემს სირცხვილზე უნდა ვისაუბრო. მადლობა სპამვრაითერს. მრცხვენია, რომ ახლა პოსტს ვწერ, ხვალ გამოცდა მაქვს და ქსეროქსები მაგიდაზე მიდევს. მრცხვენია, რომ დღეს ფეხბურთის გამო სამ საათამდე არ დავიძინებ და ქსეროქსები ისევ მაგიდაზე იდება. მრცხვენია, რომ ძალიან ზარმაცი ვარ( განსაკუთრებით ბოლო დროს ) მრცხვენია, რომ ჩემს …

Read more »

სიცოცხლე ნელი სიკვდილისთვის

უნივერსიტეტიდან სახლში დაბრუნებულმა საკმაოდ უხალისოდ მოვიკალათე კომპიუტერთან. სანამ facebook-ში “შევიჭრებოდი”, ფოტოების მოსაძებნად ჩემს საქაღალდეს მივაშურე და რამდენიმე ფოტო განსაკუთრებით მომხვდა თვალში, მასზე გამოსახული მწეველი ქალი ან მამაკაცი სასიამოვნო მზერით და კმაყოფილი სახით გახვეულია თამბაქოს კვამლში.ჩემდაუნებურად ერთი ამბავი გამახსენდა. ალბათ გეცოდინებათ სხვადასხვა წარწერა სიგარეტის კოლოფზე, მათ შორის ერთი ასეთია : “მოწევა იწვევს ნელ სიკვდილს”, ჰოდა ერთხელაც …

Read more »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.